თალაკვაძის გამოსვლისას სსრკ-ის ჰიმნი ჩართეს [ვიდეო]

18-02-2020 14:00:00 საშინაო პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ შევიდნენ, როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შემდეგ განცხადებას აკეთებდა: „ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს. ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვებს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს. ევროპის საბჭოში კი რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ოპოზიციის დარბაზში გამოჩენა სიმბოლური იყო. „აი, ისინიც გამოჩნდნენ, ტაშით მივესალმოთ. სიმბოლურად შემოვიდნენ და მოვუსმინოთ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

„ნახეთ, საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნსებს. დაემთხვა, თქვენ ახსენეთ ოკუპაცია და რუსეთის ჰიმნით შემოუერთდნენ დარბაზს“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები