Accentnews.ge
ლარს ლოკე რასმუსენი: დაუსჯელობა უნდა დასრულდეს, დანია მუშაობს პარტნიორებთან კონკრეტული ზომების მისაღებად

ლარს ლოკე რასმუსენი: დაუსჯელობა უნდა დასრულდეს, დანია მუშაობს პარტნიორებთან კონკრეტული ზომების მისაღებად

12/12/2024 17:09:28 პოლიტიკა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მუშაობს პარტნიორებთან კონკრეტული ზომების მისაღებად.

„საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული სასტიკი ძალადობის შესაჩერებლად აუცილებელია სასწრაფო საერთაშორისო ზომების მიღება. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. დანია მუშაობს პარტნიორებთან კონკრეტული ზომების მისაღებად“, – წერია X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

28 ნოემბერს "ქართული ოცნების" მთავრობის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მას შემდეგ თბილისი და სხვა ქალაქები მოიცვა პროტესტმა. ადმინისტრაციული წესით 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა, სისხლის სამართლის წესით - 30-ზე მეტი. დაკავებულთა უმეტესობა საუბრობს საპოლიციო ძალების მხრიდან ანგარიშსწორებაზე. მათ მძიმე დაზიანებები აღენიშნებათ. უფლებადამცველები გამოყენებულ მეთოდებს წამების კვალიფიკაციას აძლევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S