Accentnews.ge
საზოგადოების რეაქციის შემდეგ, რუსთავში ქანდაკება აიღეს

საზოგადოების რეაქციის შემდეგ, რუსთავში ქანდაკება აიღეს

12/12/2024 18:33:58 საზოგადოება

რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე დადგმულ ქანდაკებას, რომელსაც საზოგადოებაში, ძირითადად, სოციალურ ქსელებში დღეს უკმაყოფილება მოჰყვა, აიღეს.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით ახსნა.

“რადგან ამ ქანდაკებამ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავითვალისწინოთ საზოგადოების რეაქცია და ქანდაკება ავიღოთ. ნეგატუიური შეფასება, რაც დღეს სოციალურ ქსელში ქანდაკებას მოჰყვა, ცოტა მოულოდნელი იყო, რადგან მოქანდაკეთა სომპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ყველა ქანდაკება რუსთაველებს ნანახი ჰქონდათ. არაერთხელ გამოვაქვეყნეთ კონკრეტულად ამ ქანდაკების ფოტოც და აქამდე, არავითარი ნეგატივი არ გამოუწვევია.მიუიხედავად იმისა, რომ ქანდაკება სახელოვნებო წრეებში საკმაოდ ცნობილ სკულპტორს ეკუთვნის, ვითვალისწინებთ რუსთაველების აზრს და დადგმულ ქანდაკებას ავიღებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რუსთაველების აზრი ყველა პროექტზე, რომელსაც ვახორციელებთ და რა თქმა უნდა, არც ეს შემთხვევა არ იქნება გამონაკლისი”,- თქვა ნინო ლაცაბიძემ.

მანამდე რუსთავის მერია იუწყებოდა, რომ რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სომპოზიუმის ფარგლებში ექსკლუზიურად რუსთავისთვის 14 ქანდაკება შეიქმნა და მათი განთავსება, ქალაქის სხვადასხვა უბანში, ეტაპობრივად მიმდინარეობს. მათ შორის იყო სადავო ქანდაკება სახელწოდებით "პორტალი/სამოთხის კარიბჭე". მისი ავტორია ჩინელი ხელოვანი ზაო ლეი.

ჩინელი მოქანდაკის ,,პორტალი/სამოთხის კარიბჭე" მესხიშვილის სახელობის ქუჩაზე იყო განთავსებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S