Accentnews.ge
მაკრონი: მინდა, გამოვხატო ღრმა შეშფოთება ახალგაზრდების წინააღმდეგ რეპრესიების, მთავრობის მეთაურის განცხადებების და ევროპული გზის ღალატის გამო

მაკრონი: მინდა, გამოვხატო ღრმა შეშფოთება ახალგაზრდების წინააღმდეგ რეპრესიების, მთავრობის მეთაურის განცხადებების და ევროპული გზის ღალატის გამო

12/12/2024 19:40:19 პოლიტიკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოხატა ღრმა შეშფოთება საქართველოს მთავრობის მეთაურის „შემაშფოთებელი განცხადებებისა“ და „ევროპული გზის ღალატის“ გამო.

ემანუელ მაკრონმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა რუსეთის გავლენებზე ევროპაში და აღნიშნა, რომ საქართველო "ძალიან ცხადი მანიპულაციური თავდასხმის მსხვერპლი" გახდა.

მან გაიმეორა მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის დამცველების მიმართ.

“ნათელია, რომ რუსეთი ზრდის თავის საინფორმაციო თავდასხმებსა და გავლენას არჩევნებზე თითქმის ყველგან ევროპაში. მოლდოვა გახდა თავდასხმის მსხვერპლი და მივესალმები პრეზიდენტ მაია სანდუს ხელახლა არჩევას. საბედნიეროდ, ჩვენ კიბერუსაფრთხოების ინსტრუმენტები გამოვიყენეთ, დავეხმარეთ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში, მაგრამ ამ ქვეყნებთან მიმართებაში ჩვენი ძალისხმევები უნდა გავზარდოთ. ძალიან აშკარაა, რომ საქართველო ძალიან ცხადი მანიპულაციური თავდასხმის მსხვერპლი გახდა და მინდა, ხელახლა გავიმეორო ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიისა და ევროპული გზის დამცველების მიმართ და გამოვხატო ღრმა შეშფოთება, რომელიც გვაქვს ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალიან უხეში რეპრესიების, მთავრობის მეთაურის შემაშფოთებელი განცხადებების და არჩევნების შემდეგ ევროპული გზის ღალატის გამო, რაც სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც კამპანიის დროს ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ”, - განაცხადა მაკრონმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S