
კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი საპატრულო პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა
12/12/2024 20:19:58 საზოგადოება
კარდიოლოგი რამაზ ზოსიაშვილი საპატრულო პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა.
როგორც იტყობინებიან, ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან შინ ბრუნდებოდა, გზად პატრულმა გააჩერა და ჩხრეკის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, რომელიც კარდიოლოგის ახლობლების და პოლიციის თანამშრომლების კომუნიკაციას ასახავს.
პოლიციელი ამბობს, რომ დაკითხვაზე გადაიყვანეს განყოფილებაში, ის არ არის დაკავებული და რომ ოქმი შედგება.
„ჩვენი წევრია და ლევან სამუშია ჩართულია მის მოძებნაში“,- განაცხადა „ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
განახლება
კარდიოლოგმა რამაზ ზოსიაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა.
როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ის პოლიციის განყოფილებაში იძულებით გადაიყვანეს, ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოართვეს პირადობის მოწმობა, მობილური ტელეფონი, ასევე ჩამოართვეს ფანარი, რომელსაც ის პირადი მოხმარებისთვის იყენებდა.
ექიმი ამბობს, რომ განყოფილებაში გადაყვანამდე გაჩხრიკეს და როგორც კი ინფორმაცია მედიით გაჟღერდა, გაუშვეს.
„ახსნა-განმარტება დამაწერინეს, ელოდებოდნენ გამომძიებელს, გამოკითხვის ოქმი უმდა შეედგინათ, აღმოჩნდა, რომ ესეც არ იყო საჭირო, ჩამომართვეს ფანარი - კანონსაწინააღმდეგო ნივთი არისო“,- თქვა ექიმმა.
ექიმი მის გამოკითხვაზე გადაყვანას მის აქტიურობას და პროევროპულ აქციაზე სიარულს უკავშირებს.
„სისტემა კომუკური ხდება, მართლა არ გვეშინია“,- დასძინა მან.