Accentnews.ge
ხაზარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტს გათბობა გამოურთეს

ხაზარაძის ინფორმაციით, პრეზიდენტს გათბობა გამოურთეს

12/12/2024 21:27:32 საზოგადოება

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ორბელიანების სასახლეში გათბობა გამორთეს.

ხაზარაძის თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციაში ახლა მხოლოდ ორი ოთახი თბება.

როგორც მან "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი 90-იანი წლების მსგავსად, გამათბობლებით სარგებლობს.

"დღეს ვიყავი და გათბობა აქვთ გამორთული, რამდენად მდაბიო ხალხია "ქართული ოცნება", რომ პრეზიდენტის სასახლეში თბება ორი ოთახი... ჩვენ სადაც შევიკრიბეთ, მერე გვითხრეს, იქ ერთი ოთახი თბება თუ ორი ოთახიო და გადაგვიყვანეს იქ.

ეს პირველად კი არ ხდება, სხვათაშორის, წინაზე როცა ვიყავი, ორი კვირის წინათ, რატომ არის სიცივე მეთქი, არ გვათბობენო და გამათბობლები დგას, 90-იან წლებში რომ იყო, წარმოგიდგენიათ? ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რა მდაბიო ხალხთან გვაქვს საქმე" - თქვა ხაზარაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S