Accentnews.ge
აშშ-მა უკრაინას 500 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას 500 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

13/12/2024 06:26:11 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიაწვდის. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ 12 დეკემბერს განაცხადეს თავდაცვის სამინისტრომ და სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალებს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის(HIMARS), 155 და 105-მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin და AT-4, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს TOW და სხვა საბრძოლო მასალებს და ტექნიკას.

უკრაინა ამ იარაღს და ტექნიკას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მიიღებს.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ – 2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის 12 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 62,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S