Accentnews.ge
გაფიცვის მეორე დღე - პროგრამისტები საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან

გაფიცვის მეორე დღე - პროგრამისტები საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან

13/12/2024 07:37:02 საზოგადოება

მეორე დღეა, აიტი-სპეციალისტები გაფიცვას განაგრძობენ. ისინი ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან და მსვლელობისთვის ემზადებიან.

პროტესტის მონაწილეები გმობენ დემონსტრანტებზე ძალადობას, ასევე, ამბობენ, რომ ქვეყნის ისტორიული კურსის შეცვლა დაუშვებელია.

"დღეს ვდგავართ აქ იმიტომ, რომ გვგონია, არასწორად ვითარდება ჩვენი ქვეყანა. მეც და ყველა აქ მდგომსაც, მთელ საქართველოსაც უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს ევროპისკენ. მიგვაჩნია, რომ ყველგან უნდა ვიდგეთ და მოვითხოთხოვოთ ის, რაც ისტორიულად ჩვენ გვეკუთვნის", - ამბობს პროტესტის მონაწილე.

დღეს არაერთი საპროტესტო მსვლელობაა დაანონსებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S