Accentnews.ge
"დადექით ქართველი ხალხის გვერდით" - უნგრეთის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს

"დადექით ქართველი ხალხის გვერდით" - უნგრეთის საელჩოსთან აქცია მიმდინარეობს

13/12/2024 07:43:27 საზოგადოება

უნგრეთის საელჩოსთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის დიპლომატიურ უწყებასთან ნაცემი მოქალაქეების ფოტოები აქვთ მიტანილი.

ახალგაზრდები ითხოვენ, ორბანის მთავრობამ თბილისში განვითარებული მოვლენები დაგმოს და შეუერთდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციას.

"ვიცით, რა პოზიციას იჭერს უნგრეთის მთავრობა, ორბანის მეთაურობით, მაგრამ იმედი გავქვს, ისინი უნგრეთის ხალხს არ წარმოადგენენ. როდესაც ჩვენ უნგრეთში ვსწავლობდით, სულ სხვა ფასეულობები იყო გაჟღერებული, ხოლო ის, რაც დღეს ხდება საქართველოში - ძალადობა, მოპარული არჩევნები და მოძალადე რეჟიმი, რომელსაც მხარს უჭერს ეს მთავრობა, არის მიუღებელი და შეუთავსებელი იმასთან, რაც მე მქონდა უნგრეთში ჯერ კიდევ 20 წლის წინ. ამიტომ, მოვითხოვთ, ისინი ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ და შეუერთდნენ სანქციებს და არაღიარებას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

"კარგად ვიცნობთ უნგრელ ხალხს და უნგრელი ხალხი არ უჭერს მხარს ძალადობას და წამებას - ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ორბანმა და უნგრეთის ხელისუფლებამ. მოვიტანეთ მტკიცებულებები, წერილები, დოკუმენტაცია, სადაც ნათლად ჩანს, როგორ არაადამიანურ მოპყრობას და წამებას ექვემდებარებიან ადამიანები საქართველოში. აუცილებელია, რომ ორბანის ხელისუფლებამ და უნგრეთის ხალხმა ამის შესახებ იცოდეს და გაითვალისწინონ ეს, იმიტომ, რომ უნგრეთი არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის სანქციებს ბლოკავს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე" - ამბობს უფლებადამცველი ბაია პატარაია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S