Accentnews.ge
ჯინ შაჰინი: "ქართული ოცნების" მთავრობას არ გადაუხდია ფასი, დროა, ადმინისტრაციამ სანქციები დააწესოს

ჯინ შაჰინი: "ქართული ოცნების" მთავრობას არ გადაუხდია ფასი, დროა, ადმინისტრაციამ სანქციები დააწესოს

13/12/2024 07:56:12 პოლიტიკა

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს დემონსტრანტებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს.

როგორც ჯინ შაჰინი X-ზე წერს, "ქართული ოცნების" მთავრობას არ გადაუხდია ფასი საკუთარი ქმედებებისთვის.

"იმედგაცრუებული ვარ. "ქართული ოცნების" მთავრობას არ გადაუხდია არანაირი ფასი თავისი ქმედებისთვის, როგორც ის ეწინააღმდეგება ხალხის ნებას და მისდევს პუტინის ავტორიტარულ სცენარს. დროა, ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესოს ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებს."- წერს ჯინ შაჰინი.

13 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა საქართველოს კიდევ ოცამდე მოქალაქეს, რომელთა შორის, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, არიან მინისტრები, პარლამენტის წევრები, სამართალდამცავი უწყებების და უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირები და კერძო მოქალაქეები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S