Accentnews.ge
მასშტაბური პროტესტი ქვეყანაში - დღეს, სულ მცირე, 19 საპროტესტო აქცია გაიმართება

მასშტაბური პროტესტი ქვეყანაში - დღეს, სულ მცირე, 19 საპროტესტო აქცია გაიმართება

13/12/2024 08:07:35 საზოგადოება

გარდა პარლამენტის წინ ყოველდღიურად, ძირითადად 19:00 საათის შემდეგ შეკრებისა, 13 დეკემბერს სხვადასხვა საზოგადოებრივი და პროფესიული ჯგუფების აქციები და საპროტესტო მსვლელობებია დაგეგმილი.

თბილისი:

  • 11:00-19:00 - IT/TECH კომუნის პროტესტი - რესპუბლიკის მოედანი
  • 12:00 - სტარტაპერების პროტესტი - ტექნოპარკი
  • 12:00 - "ქართველი მეწარმეები ევროპულ გზაზე" - აწარმოე საქართველოს ოფისი
  • 13:00 - 1 საათით ყველა წყვეტს მუშაობას და გავდივართ გარეთ
  • 13:00 - სტუდენტების აქცია - განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან
  • 13:00 - HR და ტრენერები ევროპისკენ - მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე
  • 13:00 - იფიცება ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია - შეუერთდებიან მსვლელობას რესპუბლიკის მოედანთან
  • 14:00 - მუსიკის სფეროს პროტესტი - მსვლელობა კონსერვატორიის შენობიდან კულტურის სამინისტროსკენ
  • 14:30 - მარკეტერები, PR სპეციალისტები, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების აქცია - მსვლელობა ვაკის პარკიდან პარლამენტისკენ
  • 17:00 - ადვოკატები, იურისტები, საქართველოს იურიდიული ფორმების ასოციაციის აქცია - საქართველოს უზენაესი სასამართლო
  • 17:00 - ღვინის კომუნის პროტესტი - ეკონომიკის სამინისტრო
  • 17:00 - სამედიცინო საზოგადოების (ექიმები, ლექტორები, სტუდენტები) აქცია-მარში - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო
  • 18:00 - ემიგრანტები და მათი ოჯახები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ - მარჯანიშვილის მეტრო
  • 18:00 - "აჩვენე სიმართლე" აქცია ტელეკომპანია იმედთან - ლუბლიანას 5
  • 19:00 ელექტრონული მუსიკის სცენისა და საკლუბო მუსიკის წარმომადგენლების აქცია - მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტისკენ
  • 20:00 - ფსიქოლოგების მარში - რესპუბლიკის მოედანი
  • თბილისში საერთო/ცენტრალური აქცია დაიწყება 19:00 პარლამენტთან

ბათუმი:

  • 19:00 - მეზღვაურების მარში ბათუმში - ევროპის მოედანი
  • 19:00 - ყოველდღე გამარჯვებამდე - საკონსტიტუციო სასამართლო

მას შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2008 წლამდე შეჩერებულად გამოაცხადა, ქვეყანაში პროტესტი არ წყდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S