Accentnews.ge
ხიდაშელი: ყველა ის მოქმედება, რაც განხორციელდება ხვალ პარლამენტში, გამოცხადდება უკანონოდ და ძალადაკარგულად, როგორც კი ქვეყანაში დაბრუნდება მართლმსაჯულება

ხიდაშელი: ყველა ის მოქმედება, რაც განხორციელდება ხვალ პარლამენტში, გამოცხადდება უკანონოდ და ძალადაკარგულად, როგორც კი ქვეყანაში დაბრუნდება მართლმსაჯულება

13/12/2024 08:14:53 პოლიტიკა

არჩევნები, რომელსაც ხვალ პარლამენტში ჩაატარებენ, იქნება უკანონო და ანტიკონსტიტუციური,- ამბობს სამოქალაქო იდეის დამფუძნებელი თინა ხიდაშელი და განმარტავს, რომ ეს უკავშირდება არა მხოლოდ იმას, რომ "არალეგიტიმური პარლამენტის მხრიდან ხდება ყაველაშვილის პრეზიდენტად გამწესება, არამედ იმიტომაც, რომ კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები ირღვევა".

ხიდაშელის თქმით, “ყველა ის მოქმედება, რაც განხორციელდება ხვალ იმ შენობაში, გამოცხადდება უკანონოდ და ძალადაკარგულად, როგორც კი ქვეყანაში დაბრუნდება მართლმსაჯულება.“

ხიდაშელი ხაზს უსვამს, რომ “როგორც პარლამენტის სხდომა მოიწვიეს აბსოლუტურად უკანონოდ, ზუსტად ასე, კონსტიტუციის და კანონის დადგენილი ვადების დარღვევით ატარებენ საპრეზიდენტო არჩევნებს“.

"ვინაიდან, ხვალ თვითგამოცხადებულ პარლამენტს ჩანიშნული აქვს პრეზიდენტის დანიშვნის პროცედურა (არჩვენებს კი ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში დანიშვნაა), აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ მორიგ უკანონობასთან და ანტიკონსტიტუციურ ქმედებასთან გვექნება საქმე: ეს არ არის მხოლოდ იმით გამოწვეული, რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა უნდა აირჩიოს პრეზიდენტი (ეს თავისთავად უზარმაზარი პრობლემაა, როდესაც არავის მიერ არაღიარებული, არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს უკანონო მოქმედებების სერიას). პრეზიდენტის არჩევნებით, საქართველოს პარლამენტმა მორიგ ჯერზე დაარღვია კონსტიტუცია და საარჩევნო კანონი. კანონში ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ პრეზიდენტის არჩევისთვის არსებობდეს 30-დღიანი ვადა, რათა საარჩევნო კამპანიისთვის კანდიდატებს შესაბამისი დრო ჰქონდეთ, აწარმოონ საარჩევნო კამპანია. საარჩევნო კოდექსში არის ერთადერთი შემთხვევა, როცა განსხვავებული ვადები შეიძლება დადგინდეს - მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ვადების დაცვა და არსებობს გამონაკლისი შემთხვევა, შესაძლოა, სხვა გრაფიკი განისაზღვროს. პარლამენტს თავის დადგენილებაში არც ერთი სიტყვით არ უთქვამს, რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ 30-დღიანი ვადის დაცვა გახდა წარმოუდგენელი და შეუძლებელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად“, - განაცხადა ხიდაშელმა.

14 დეკემბერს „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩევნებს ჩაატარებს, რომელშიც ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობს - მიხეილ ყაველაშვილი. პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია ირჩევს. საარჩევნო კოლეგიის 211 წევრი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. პირველ ტურში კანდიდატის ასარჩევად 200 ხმოსნის მხარდაჭერაა საჭირო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S