Accentnews.ge
არჩილ თალაკვაძე აფხაზებსა და ოსებს მიმართავს

არჩილ თალაკვაძე აფხაზებსა და ოსებს მიმართავს

18/02/2020 10:53:53 კონფლიქტები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე დღეს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემასაც შეეხო.

თალაკვაძის განცხადებით, საქართველო დღეს, ისევე, როგორც არაერთხელ თავის ისტორიაში, იმყოფება რთული გამოწვევების წინაშე.

"გრძელდება საქართველოს რეგიონების ოკუპაცია, რომლის შედეგებს ყოველწლიურად ვაწყდებით ადამიანების გატაცების, მკვლელობის, კონტრაბანდის, გადაადგილების შეზღუდვის, უკანონო პატიმრობის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და სხვა მძიმე დარღვევების სახით. ჩვენი პასუხი არის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება, ენერგოუსაფრთხოება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. რუსულმა ოკუპაციამ ეს ყველაფერი დააყენა ჰუმანიტარული კრიზისის, სამხედრო ბაზებად გადაქცევის, მომავლის არარსებობის წინაშე და ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ რუსეთი სამწუხაროდ, საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს, რომელიც ხელოვნურად ყოფს ადამიანებს. ეს კედელი არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. ჩვენ ჩვენს აფხაზ ძმებს აუცილებლად დავიბრუნებთ და ეს თაობა შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან პარლამენტის ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მიმართა აფხაზ და ოს ხალხებს:

„მინდა, კიდევ ერთხელ მივაწვდინო ხმა ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებს, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, ისარგებლოთ ყველა იმ სიკეთით, რაც საქართველოში შევქმენით ქვეყნის განვითარების და ევროპული ინტეგრაციის გზით. შეგიძლიათ, იამაყოთ ამით და გამოიყენოთ ეს შესაძლებლობები“.

2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S