Accentnews.ge
მოსამართლე ნინო ენუქიძემ მსახიობ გიორგი ნაკაშიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

მოსამართლე ნინო ენუქიძემ მსახიობ გიორგი ნაკაშიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

13/12/2024 09:56:20 საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ენუქიძემ მსახიობ გიორგი ნაკაშიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ნაკაშიძეს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. მოსამართლემ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა წვრილმან ხულიგნობაზე, თუმცა, სამარღალდამრღვევად ცნო პოლიციელის დაუმორჩილებლობის ნაწილში.

გიორგი ნაკაშიძე 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავეს.

მიმდინარე პროტესტის ფონზე ადმინისტრაციული მუხლით 400-ზე მეტი ადამიანია დაკავებული, სისხლის სამართლის წესით - 30-ზე მეტი. მოსამართლე დაკავებულების მიმართ იყენებს მკაცრ სანქციებს - ჯარიმებს და ადმინისტრაციულ პატიმრობას. მოსამართლე ძირითადად ეყრდნობა პოლიციელების ჩვენებებს, რომლებთანაც, დაკავებულების თქმით, მათ შეხება არ ჰქონიათ.

დაკავებულთა უმეტესობა საუბრობს საპოლიციო ძალების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S