Accentnews.ge
ლევან მგალობლიშვილი: "ჩვენი მიზანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია და საგანმანათლებლო კავშირები  ჰქონდეთ"

ლევან მგალობლიშვილი: "ჩვენი მიზანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია და საგანმანათლებლო კავშირები  ჰქონდეთ"

13/12/2024 11:27:06 საზოგადოება, რეკლამა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, "ლევან მგალობლიშვილმა ახალგაზრდებს პლანშეტური კომპიუტერები გადასცა".

"ჩვენი მიზანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს ერთმანეთთან მჭიდრო კომუნიკაცია და საგანმანათლებლო კავშირები ჰქონდეთ", - განაცხადა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, "ლევან მგალობლიშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დროებით დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრისას, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომისა და საგანმანათლებლო პროცესების ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდებს პლანშეტური კომპიუტერები გადასცა".

"მთავრობის თავმჯდომარის თქმით, დროებით დევნილი ახალგაზრდების ხელშეწყობა აფხაზეთის მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და საგანმანათლებლო პროცესების აქტიური ხელშეწყობა მნიშვნელოვანია.

„განათლება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. შესაბამისად,უმნიშვნელოვანესია, რომ მომავალ თაობებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელიგანათლების მიღების პროცესში“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა", – ნათქვამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S