Accentnews.ge
NATO-ს გენმდივანმა რუსეთის აგრესიაზე საუბრისას, მათ შორის საქართველოს მაგალითი მოიყვანა

NATO-ს გენმდივანმა რუსეთის აგრესიაზე საუბრისას, მათ შორის საქართველოს მაგალითი მოიყვანა

13/12/2024 11:43:56 პოლიტიკა

NATO-ს გენმდივანმა მარკ რუტემ რუსეთის აგრესიაზე საუბრისას, მათ შორის საქართველოს მაგალითი მოიყვანა.

"ვლადიმირ პუტინის აგრესია ახალი არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, არ ვიმოქმედეთ. მანამდე იყო საქართველო 2008 წელს, ყირიმი – 2014 წელს და ბევრს არ სურდა, დაეჯერებინა, რომ იგი 2022 წლის თებერვალში უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან ომს წამოიწყებდა. [...] საფრთხე მთელი სისწრაფით მოიწევს ჩვენკენ", - განაცხადა მან ბრიუსელში Carnegie Europe-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ხაზი გაუსვა "თავდაცვის ხარჯებისა და თავდაცვის წარმოების გაზრდის კრიტიკულ აუცილებლობას მზარდ მშფოთვარე უსაფრთხოების გარემოში".

"ის, რაც უკრაინაში ხდება, შეიძლება, აქაც მოხდეს და ამ ომის შედეგის მიუხედავად, ჩვენ არ ვიქნებით უსაფრთხო მომავალში, თუ მზად არ ვიქნებით, გაუმკლავდეთ საფრთხეს“, - განაცხადა მან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S