
„ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა
13/12/2024 12:38:26 პოლიტიკა
„ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
სუბარმა ვიცე-სპიკერის პოსტი ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტით დაიკავა.
პარლამენტის სპიკერატში ასევე წარმოდგენილი არიან: პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და უმრავლესობის კვოტით არჩეული ვიცე–სპიკერები თეა წულუკიანი, ნინო წილოსანი და გიორგი კახიანი.
დღეს “ხალხის ძალამ“ გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა, დატოვოს საპარლამენტო უმრავლესობა და ამით "სათავე დაუდოს საქართველოში ჯანსაღი ოპოზიციის არსებობას".