Accentnews.ge
მახარაძე: გათვლაა, რომ დაიტოვონ ის ხალხი, ვისზეც გავლენა აქვთ - დანარჩენი საქართველო აღარ უნდათ, ვერ მივართმევთ!

მახარაძე: გათვლაა, რომ დაიტოვონ ის ხალხი, ვისზეც გავლენა აქვთ - დანარჩენი საქართველო აღარ უნდათ, ვერ მივართმევთ!

13/12/2024 12:49:04 საზოგადოება

მსახიობი გიორგი მახარაძე ფიქრობს, რომ აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ საპოლიციო ძალების გამოყენების მიზანი დაშინების მცდელობაა.

აქვე მსახიობი აღნიშნავს ვითარების კრიტიკულობას, რომ მოქალაქეების პროტესტი ან ახლა მიაღწევს მიზანს, ან ყველაფერი დასრულდება.

ის თვლის, რომ დღის განმავლობაში პოროტესტი მნიშვნელოვანია.

"დღეს უკვე ყველამ ყველაფერი იცის. თავიანთი ამომრჩეველი, ვინც ჰყავდათ, ისინიც შეცოტავდნენ არჩევნების შემდეგ. დიდი მნიშვნელობა აქვს დღის აქციებს. ყველას გააზრებული აქვს, რომ ან ახლა, ან დამთავრდება ყველაფერი. ამათი რეპრესიები, კრიმინალური პოლიციის ერთობლივი ნამუშევრები, რასაც ყოველ ღამე ვხედავთ, ეს გათვლა არის იმისთვის, რომ ხალხი ვინც აქციაზე ვართ, წავიდეთ ქვეყნიდან. უნდა, რომ დაიტოვოს ის ხალხი, ვისზეც გავლენა აქვს. დანარჩენი საქართველო აღარ უნდათ, რომ არსებობდეს, ვერ მივართმევთ ამას ვერანაირად", - ამბობს გიორგი მახარაძე.

13 დეკემბერს, დღის განმავლობაში რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა გაიმართა სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მიერ. საღამოს ტრადიციულად მოქალაქეები რუსთაველზე შეიკრიბებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S