
მესამე მოსმენით მიიღეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, ვადის ამოწურვის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა არ ეყოლება
13/12/2024 13:24:11 პოლიტიკა
"ქართულმა ოცნებამ" მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ეყოლება.
კანონპროექტს "ოცნების" 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ცვლილების თანახმად, პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ პერსონალური დაცვა აღარ ეყოლება, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის 48-ე მუხლის შესაბამისად, მის მიერ კონსტიტუციის დარღვევა ან მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობა დაადასტურა.