Accentnews.ge
მარგველაშვილი: პროცესი მივა პოლიტიკურ დიალოგამდე მივა და აქ მთავარია, ოპოზიცია არ გატყდეს, არ დაიწყოს ივანიშვილთან ვაჭრობა

მარგველაშვილი: პროცესი მივა პოლიტიკურ დიალოგამდე მივა და აქ მთავარია, ოპოზიცია არ გატყდეს, არ დაიწყოს ივანიშვილთან ვაჭრობა

13/12/2024 13:44:34 პოლიტიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ უაღრესად კმაყოფილია "იმ ადეკვატურობის, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩვენს მიმართ იჩენენ".

"ბევრი წლის მინელებული დამოკიდებულების შემდეგ, მათ აბსოლუტურად ადეკვატური დამოკიდებულება ჩამოაყალიბეს",- თქვა მარგველაშვილმა.

აქვე მან საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის კომუნიკაცია ახსენა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან. არსებული ცნობებით, ზარის ინიციატორი მაკრონი იყო.

"ჩემს მოლოდინზე მეტია მაკრონის ზარი ივანიშვილთან - ეს არის იმის ნათლად თქმა, პირველ რიგში, რომ „მე თქვენ აღიქვამთ რაღაცა ძალადობრივ დაჯგუფებად და ველაპარაკები ატამანს“. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნის პრეზიდენტი ქართული შემთხვევით შეწუხდა. ეს არის ჩემთვის სასიხარულო და მადლიერების გარდა არაფერი მეთქმის. ამაში გარკვეული იუმორიც არის, ერთი მხრივ, არის საფრანგეთის მოქალაქე თუ ყოფილი მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი, მეორე მხრივ, ასევე საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი. ალბათ, მაკრონმა გადაწყვიტა, რომ მან უნდა მიხედოს საფრანგეთის მოქალაქეების დიალოგს საქართველოში“, - თქვა მარგველაშვილმა.

მარგველაშვილის ხედვით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები საბოლოოდ პოლიტიკურ დიალოგამდე მივა და ამ პროცესში ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს.

„რა თქმა უნდა, ეს პროცესი ბოლოს მივა პოლიტიკურ დიალოგამდე და ამ პოლიტიკურ დიალოგში ოპოზიცია იქნება. ამ დიალოგში მთავარია, რომ [ოპოზიცია] არ გატყდეს, არ წავიდეს შუალედურ მეთოდებზე და არ დაიწყოს ივანიშვილთან ვაჭრობა. აი, ვაჭრობაში ივანიშვილს ნამდვილად ვერ მოუგებ. ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს",- თქვა მარგველაშვილმა და დასძინა, "მიზანია, არ უღალატო იმ მუხტს, რომელიც დღეს ნებისმიერ ქალაქშია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S