
მედია: 16 დეკემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ
13/12/2024 14:44:29 პოლიტიკა
16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სავარაუდოდ, საქართველოს საკითხს განიხილავენ,- ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იტყობინება საკუთარ წყაროზე დაჰრდნობით.
მისივე ცნობით, შესაძლოა, ახალი ზომებიც მიიღონ.
"ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირი აცხადებს, რომ ორშაბათს ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ და "შესაძლოა ახალი ზომები მიიღონ", - წერს იოზვიაკი.