Accentnews.ge
IPM-ის კვლევა: საპროტესტო აქციებს მოსახლეობის 65% უჭერს მხარს

IPM-ის კვლევა: საპროტესტო აქციებს მოსახლეობის 65% უჭერს მხარს

13/12/2024 14:54:41 საზოგადოება

IPM-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 65% პროევროპულ საპროტესტო აქციებს უჭერს მხარს.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოქალაქეების 61% თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, ასევე, 50% ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა პრორუსულია.

IPM-მა 3-12 დეკემბრის ინტერვალში მთელი საქართველოს მაშტაბით ჩაატარა სატელეფონო გამოკითხვა. გამოიკითხა 18+ წლის 1 600 მოქალაქე.

კვლევაში აღნიშნულია, რომ 18-34 წლის ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტი კიდევ უფრო მაღალია და ამ ასაკობრივ კატეგორიაში საპროტესტო აქციებს 76% უჭერს მხარს.

"ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, IPM კვლევებმა ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა.

მოსახლეობის 65 % უჭერს მხარს აქციებს. აღსანიშნავია, 18 -34 წლის ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტი უფრო მაღალია და 76% უჭერს მხარს.

სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 3-12 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ წლის 1 600 მოქალაქე.

კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 2,5%-ს" - აღნიშნავს IPM.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S