
პრეზიდენტმა პროვოკაცია უწოდა კალაძის გეგმას, აანთოს ნაძვის ხე: "თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა პირადად მასზე იქნება“
13/12/2024 16:11:40 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშკარა პროვოკაცია უწოდა თბილისის მერის კახა კალაძის ანონსს, რომ 14 დეკემბერს, საღამოს 19:00 საათზე აინთება პარლამენტის შენობის წინ დადჰმული ნაძვის ხე, სადაც 28 ნომებრიდან მოყოლებული იმართება აქციები.
„ეს აშკარაა პროვოკაციაა, რაეთუ ორი კვირაა უწყვეტად იმართება პროტესტი. ხვალ იმართება პაროდია პარლამენტში - იმ დღეს უთუოდ იქნება დიდი პროტესტი“,- თქვა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ სწორედ ამ დღეს, სწორედ 19:00 საათზე, სწორედ პარლამენტის წინ მსგავსი ღონისძიების დაგეგმვა, „ყველას კარგად ესმის, ეს რას ნიშნავს და რას ემსახურება“.
„იმ ადგილზე, სხვათა შორის, ექიმები ამბობენ, რომ შენობების ფასადები, ხეები გაზით არის გაჟღენთილი და ალბათ სასურველი არ არის ბავშვების გაყვანა“,- თქვა ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა, კალაძეს, „თუ ეს პროვოკაცია არ არის“, შესთავაზა, ღონისძიების დრო და ადგილი შეცვალოს - „ბარბარობა მოდის და ორბელიანების სასახლის წინ მოაწყოს ის ღონისძიება“.
„რაც არ უნდა მოხდეს, თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად პირადად მასზე იქნება“,- დასძინა ზურაბიშვილმა.