Accentnews.ge
საქართველოს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს კოლეგების შეხვედრაზე მიწვევა გაუუქმეს

საქართველოს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს კოლეგების შეხვედრაზე მიწვევა გაუუქმეს

13/12/2024 16:57:09 პოლიტიკა

პოლონეთმა ვარშავაში ევროკავშირის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაზე (COSAC) საქართველოს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიწვევა გააუქმა. ამის შესახებ პოლონეთის სეიმის წევრი აგნიეშკა პომასკა X-ზე წერს.

"სენატის თავმჯდომარესთან ტომაშ გროდსკისთან ერთად, გადავწყვიტეთ, რომ ევროკავშირის საქმეთა საპარლამენტო კომიტეტების კონფერენციაზე ქართველი თავმჯდომარის მოწვევა გაგვეუქმებინა. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაწყვეტა გადაწყვიტეს. საქართველოს ქუჩებში ხალხის მიერ დემოკრატიისთვის ბრძოლის ვითარება უარესდება. მათ მხარეს ვდგავართ, ვინც დემოკრატიას, თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებს იცავს. ნათელი გზავნილი გვაქვს: ამ ღირებულებების დარღვევას არ ვეთანხმებით. კვლავ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველო ჩვენს ევროპულ საზოგადოებაში ადგილს იმსახურებს". - წერს პომასკა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S