Accentnews.ge
ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ანდრო ჭიჭინაძე

ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ანდრო ჭიჭინაძე

13/12/2024 17:14:47 საზოგადოება

ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე.

"საჯარო საპროტესტო აქციებში მონაწილეობის შემდეგ ხუთი პირი, მათ შორის კინოსა და თეატრის მსახიობი, 28 წლის ანდრო ჭიჭინაძე, 5 ნოემბერს „ძალადობრივი ქმედებების ორგანიზების, ხელმძღვანელობის, მონაწილეობისა და საჯარო მოწოდების“ ბრალდებით დააკავეს.

როგორც ჩანს, დაკავება არის მთავრობის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების მიზნით, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და ხელოვანების უსაფრთხოების შესახებ.

ევროპის კინოაკადემია შეშფოთებულია ანდრო ჭიჭინაძის ფსიქიკური და ფიზიკური მგდომარეობით და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ის. მოვუწოდებთ კინოსა და კულტურის ყველა ინსტიტუტს მთელ მსოფლიოში, იგივე გააკეთოს", - ნათქვამია განცხადებაში.შეგახსენებთ, რომ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება",- ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S