
შოთაძე კვლავ გენპროკურორად აირჩიეს
18/02/2020 11:54:05 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნდობა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გამოუცხადა. იგი თანამდებობას 6 წლით უკვე მეორედ დაიკავებს.
სხდომის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან დღეს ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელებთან „სირცხილის დერეფნები“ მოაწყვეს. მათი თქმით, შოთაძის ხელმძღვანელობით პროკურატურა პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ვერ იქნება.
შოთაძე გენპროკურატურას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. 2018 წლის 31 მაისს მან თანამდებობა ხორავას ქუჩის გამაურებულ საქმესთან დაკავშირებით "საკუთარი გადაწყვეტილებით" დატოვა.