
ზურაბიშვილი - მაკრონს: ბატონო პრეზიდენტო, მადლობა მხარდაჭერისთვის, ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია
13/12/2024 18:11:32 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ვიდეომიმართვაში გაჟღერებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"ბატონო პრეზიდენტო, მადლობა მხარდაჭერისთვის. ევროპა ქართველი ხალხის თავისუფალი არჩევანია, რომელმაც "ქართული ოცნების" ლიდერებს არ მისცა მანდატი, რომ ამ არჩევანს გადაუხვიონ! გმადლობთ, ქართველი ხალხი არ შეშინდება!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.