Accentnews.ge
სიჭინავა: ჩამტვრეული ნეკნებით ადამიანს 8 დღე საკანში ნარზე წოლაში გაატარებინეს

სიჭინავა: ჩამტვრეული ნეკნებით ადამიანს 8 დღე საკანში ნარზე წოლაში გაატარებინეს

13/12/2024 18:27:19 საზოგადოება

პარტია "საქართველოსთვის" წევრი ბერდია სიჭინავა თანაგუნდელის შესახებ წერს, რომელსაც 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა განსაზღვრული.

სიჭინავა ამბობს, რომ დაკავებულს სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, თუმცა მოსამართლემ საკითხს გულგრილად მოეკიდა. მოსამართლეებისა და იზოლატორის ექიმების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს არაერთი დაკავებული და ადვოკატიც.

"მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ (ოროსანი იურისპრუდენციაში) ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელის საქმის განხილვისას, როცა ვითხოვდით მისთვის სამედიცინო შემოწმების ჩატარებას, რადგან ძალიან ნაცემი იყო, მე ექიმი არ ვარო და 8 დღით გაუშვა ადამიანი იზოლატორში…

დღეს, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ჩატარებული სამედიცინო შემოწმებით დადგინდა, რომ ცემისგან 3 ნეკნი აქვს ჩამტვრეული…

ჩამტვრეული ნეკნებით ადამიანს 8 დღე საკანში ნარზე წოლაში გაატარებინეს",- ამბობს სიჭინავა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S