რეესტრში განქორწინებისთვის მისული ქალი, ქმარმა სასიკვდილოდ დაჭრა

18-02-2020 16:08:34 სამართალი

პოლიციამ სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისპოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელსდაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელგარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსსამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინებისპროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღითსასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზეგარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქორეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურებისდარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანაშემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახმკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის„ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს," - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები