
ნენსი ვოლანდი ამბობს, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს
13/12/2024 19:39:54 საზოგადოება
ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნენსი ვოლანდი ამბობს, რომ გამოკითხვაზე დაიბარეს.
აქტივისტის თქმით, საფუძვლები მისთვის არ განუმარტავთ.
"ღამის 11 საათზე მირეკავენ პოლიციიდან და მიბარებენ ხვალ 12 საათზე. ვეკითხები რისთვის-მეთქი და არ მპასუხობს, "ხვალ გაიგებო". სადაური რა არის ეს ხალხო?" - წერს ნენსი ვოლანდი.
მანამდე ვოლანდის სახლში კრიმინალური პოლიცია იყო შესული და ჩხრეკა ჩაატარა. იმავე დღეს ჩხრეკა ჩატარდა "დაიტოვეს" კიდევ ერთი დამფუძნების სახლში.