Accentnews.ge
პარლამენტში პრეზიდენტს პროტესტის ფონზე ირჩევენ

პარლამენტში პრეზიდენტს პროტესტის ფონზე ირჩევენ

14/12/2024 08:18:54 პოლიტიკა

პარლამენტში პრეზიდენტს პროტესტის ფონზე ირჩევენ. დღეს არაპირდაპირი წესით პირველად ირჩევენ პრეზიდენტს 5 წლის ვადით, პრეზიდენტი 300-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს. კოლეგიას ძირითადად „ქართული ოცნება“ წარმოადგენს და, შესაბამისად, აქვს ერთადერთი კანდიდატის მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტების შესაძლებლობაც.

პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.

26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს და პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს საქართველოს პრეზიდენტი, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები.

პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების "ყვითელი დონეა" გამოცხადებული. პროცესის გაშუქების შესაძლებლობა აქვს სპეციალურად ამ დღისთვის აკრედიტებულ ტელე და ონლაინმედიას.

პარალელურად რამდენიმე ათეული ახალგაზრდა, დილით 7 საათიდან ფილარმონიასთან შეიკრიბა და მსვლელობით მივიდა პარლამენტის შენობასთან.

მოქალაქეების ნაწილმა პარლამენტთან ბურთები მიიტანა და თამაში დაიწყო. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია, ტერიტორია გადაკეტილი აქვს საპატრულო პოლიციას. პოლიცაა მობილიზებული პარლამენტის გვერდითა - 9 აპრილისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე. საპოლიციო ტექნიკაა მობილიზებული თავისუფლების მოედანზეც

პოლიცია იცავს ჯებირებით შემოსაზღვრულ საახალწლო ნაძვის ხესაც, რომლის საზეიმო ანთებასაც თბილისის მერი კახა კალაძე 14 დეკემბერს საღამოს 19:00 საათისთვის გეგმავს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული მიხეილ ყაველაშვილის არჩევას უწოდა „პროვოკაცია“ და „პაროდია“. მან ასევე განაცხადა, რომ არსად არ მიდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S