
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირი რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებული სანქციის ფარგლებში ერთ ქართველსაც დაასანქცირებს
14/12/2024 09:00:03 პოლიტიკა, სამართალი
ევროკავშირი რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაკავშირებული სანქციის ფარგლებში 3 კომპანიასა და 18 პირს დაასანქცირებს, რომელთა შორის ერთი ქართველიცაა, - იუწყება "რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი.
მისივე ინფორმაციით, სანქცირებულთა ვინაობები ორ დღეში, მომავალ ორშაბათს გახდება ცნობილი.