
პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება სცნო
18/02/2020 12:51:22 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ერთხმად, 82 ხმით სცნო.
ვალერი გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება გასულ სასესიო კვირას შეუწყდა. აღნიშნულის მიზეზი კოპალიანის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად არჩევაა.
ვალერი გელაშვილი საქართველოს პარლამენტის მე-5, მე-6 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო.