Accentnews.ge
მდინარაძე: ნაძვის ხეზე მოდიოდა ხალხი და თქვენ ხალხის სიკვდილი გინდოდათ, ნუ გაახურეთ საქმე

მდინარაძე: ნაძვის ხეზე მოდიოდა ხალხი და თქვენ ხალხის სიკვდილი გინდოდათ, ნუ გაახურეთ საქმე

14/12/2024 17:31:23 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებისგან შეიტყო თბილისის მერის გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც გაურკვეველი დროით გადადო ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, რომელსაც რამდენიმე დღე აანონსებდა. იმ ფონზე, რომ 28 ნოემბრის შემდეგ აქციები რუსთაველის გამზირზე ყოველრიურად მიმდინარეობს, კალაძის გეგმა იმთავითვე პროვოკაციად შეფასდა.

რუსთაველზე გამოჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც.

„აქ ცუდი რაღაც მოხდება და არ გვინდა რა, დავიშალოთ“, - მიმართა პარლამენტიდან გამოსულმა მდინარაძემ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან შეკრებილ იმ მოქალაქეებს, რომლებიც, როგორც ითქვა, რუსთაველზე ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე იყვნენ მისულები.

კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გადადება, მამუკა მდინარაძემ თქვა: „ჩვენ ჩვენი ხალხი გვიყვარს და მაგიტომ. ისინი ყველაფერზე წამსვლელები არიან. ჩვენ შევხედეთ, აქ ბევრი ბავშვი არ იყო... დიდი მადლობა, რომ ითვალისწინებთ და დავიშალეთ. რაღაც ცუდ რაღაცეებზე არიან წამსვლელი და ამიტომ ნუ დავძაბავთ სიტუაციას... ბიჭებს მადლობა გადაუხადეთ“...

„ნუ ინტრიგნობთ“, - მიმართა მან ჟურნალისტებს, როდესაც კიდევ ერთხელ სთხოვეს მას ღონისძიების გადადების მიზეზზე საუბარი, - „მიზეზი ის, რომ თქვენ რაც გინდათ, ის არ მოხდეს“.

მას ასევე ჰკითხეს, „რატომ მოაბილიზეთ ამდენი საჯარო მოხელე, ამდენი ხალხი, თუ გადადებდით ღონისძიებას?“

„აბა, რომელია საჯარო მოხელე, დამანახეთ. მხარდამჭერი კი არა, ნაძვის ხეზე მოდიოდა ხალხი და თქვენ ხალხის სიკვდილი გინდოდათ, ახლა ბოლო-ბოლო მართლა ნუ გაახურეთ საქმე რა“, - უთხრა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს და მანქანით დატოვა ტერიტორია.

დაანონსებულ ღონისძიებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე ასეულობით პოლიციელი გამოჩნდა, პარლამენტის შენობის ფასადზე მიანათეს საახალწლო განათებები, რომელიც კალაძის გადაწყვეტილების შემდეგ გაითიშა.

მეჩვიდმეტე დღეა, თბილისსა და რეგიონებში აქციები მიმდინარეობს. 28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S