Accentnews.ge
ყაველაშვილმა მილოცვა ალიევთან ერთად ლუკაშენკოსგანაც მიიღო

ყაველაშვილმა მილოცვა ალიევთან ერთად ლუკაშენკოსგანაც მიიღო

14/12/2024 17:41:28 პოლიტიკა

საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა მილოცვა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოსგანაც მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევის შემდეგ.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობის განახლება ხელს შეუწყობს ბელორუსიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, გეგმების წარმატებით განხორციელებას და ახალ მიღწევებს სამშობლოს საკეთილდღეოდ“, – ნათქვამია ლუკაშენკოს წერილში.

14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩია "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი საპროტესტო აქციის ფონზე.

26 ოქტომბრის ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S