14-12-2024 22:08:19 კავკასია ,პოლიტიკა
საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა მილოცვა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისგანაც მიიღო. მანამდე მან მილოცვა მიიღო ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოსგან და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევისგან.
„გულითადად ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. სომხეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებისა და ყველა დონეზე თანამშრომლობის განვითარების მოლოდინშია. ვუსურვებ მას ყოველგვარ წარმატებას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე!“, - დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელ X-ში.
14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად საარჩევნო კოლეგიამ პრეზიდენტად არაპირდაპირი გზით აირჩია "ქართული ოცნების" მიერ დასახელებული ერთადერთი კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი საპროტესტო აქციის ფონზე.
26 ოქტომბრის ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიცია კენჭისყრაში არ მონაწილეობდა.