Accentnews.ge
პავილიონისი: "ვიმსჯელეთ, როგორ შევინარჩუნოთ თავისუფლება საქართველოში, როგორ არ დავუთმოთ ქვეყანა მოსკოვს"

პავილიონისი: "ვიმსჯელეთ, როგორ შევინარჩუნოთ თავისუფლება საქართველოში, როგორ არ დავუთმოთ ქვეყანა მოსკოვს"

14/12/2024 22:09:37 პოლიტიკა

ევროპარლამენტარ ჟიგიმანტას პავილიონისის ინფორმაციით, მისი და რასა იუკნევიჩიანეს ინიციატივით, მსოფლიოშო გავლენიანმა 36-მა პარლამენტარმა საქართველოს შესახებ იმსჯელა.

"ვიმსჯელეთ, როგორ შევინარჩუნოთ თავისუფლება საქართველოში, როგორ არ დავუთმოთ ქვეყანა მოსკოვს... შევთანხმდით, გავაგრძელოთ ევროპაში ნამდვილი ლიდერების ძებნა, რომლებიც მომავალ კვირას თბილისში წასვლას, საქართველოს პრეზიდენტის გვერდით დგომას და მებრძოლ ქართველთან ერთად ყოფნას შეძლებენ" - წერს პავილიონისი სოციალურ ქსელში და ფოტოებსაც აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტარები ვაშინგტონიდან, ბერლინიდან, პარიზიდან, რომიდან, მადრიდიდან, სტოკჰოლმიდან, ჰელსინკიდან, ვარშავიდან, პრაღიდან, ვენიდან, ტალინიდან, რიგიდან, ვილნიუსიდან, კიევიდან, ბრიუსელიდან და ა.შ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S