Accentnews.ge
კოლსი: "ყაველაშვილი ქართველი ხალხის მასხრად ასაგდებად განზრახ შეარჩიეს"

კოლსი: "ყაველაშვილი ქართველი ხალხის მასხრად ასაგდებად განზრახ შეარჩიეს"

14/12/2024 20:29:21 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი წერს, რომ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, "ქართულმა ოცნებამ" კი ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად განზრახ - "ქართველი ხალხის მასხრად ასაგდებად და საქართველოს რუსეთის ორბიტაში გასამყარებლად" შეარჩია.

"ქართული ოცნების რეჟიმმა პრეზიდენტობა გადასცა ყოფილ ფეხბურთელს, მიხეილ ყაველაშვილს, ანტიდასავლურ ფიგურას, რომელიც ქართველი ხალხის მასხრად ასაგდებად და საქართველოს რუსეთის ორბიტაში განსამტკიცებლად განზრახ შეარჩიეს. ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია" - წერს კოლსი სოცქსელ X-ში.

14 დეკემბერს პარლამენტის შენობაში ჩატარებულ სადავო საპრეზიდენტო არჩევნებში ხმოსნებმა უალტერნატივო კანდიდატი - "ოცნების" მიერ წარდგენილი მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს.

არჩევნები ახალი წესით ჩატარდა: კანდიდატი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც ჯამში 300 წევრით იყო დაკომპლექტებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S