Accentnews.ge
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: დღეს, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ორივე მხარეს ჩვენი შვილი დგას - არ არის ეკლესიის შვილი, ვინც კლავს, ვინც ცემს, ვინც ცრუმოწმეა

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: დღეს, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ორივე მხარეს ჩვენი შვილი დგას - არ არის ეკლესიის შვილი, ვინც კლავს, ვინც ცემს, ვინც ცრუმოწმეა

15/12/2024 10:44:27 საზოგადოება

დღეს, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ორივე მხარეს ჩვენი შვილი დგას,- ამბობს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი და განმარტავს, რომ არ არის ეკლესიის შვილი, ვინც კლავს, ვინც ცემს, ვინც ცრუმოწმეა.

მისი თქმით, ეკლესიის შვილი ის არის, ვინც სიმართლისთვის იბრძვის, თუნდაც საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე.

ის იმედს გამოთქვამს, რომ უვნებლად გადარჩება ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა.

"წინა საშობაო ეპისტოლეში პატრიარქმა ახსენა ნაბუქოდონოსორი და მისი ისტორია, მართალი გითხრათ, ვერ მივხვდი, რას გვეუბნებოდა პატრიარქი, მაგრამ როგორც ჩანს, ერთი წლით ადრე გაგვაფრთხილა, თუ რა დღეში ვიყავით და რა მოგველოდა.

ნაბუქოდონოსორი არის კაცი, რომელიც ღვთის მხილველ ერს, ისრაელს უკლავდა მომავალს, უკლავდა ახალგაზრდობას. იცით თქვენ ისტორია, როცა მან ცეცხლი დაანთო, ანანია, აზარია და მისაელი, ისრაელის ახალგაზრდები რომ უნდა დაეწვა, მაგრამ ცეცხლმა შეკრა პირი და არ შეეხო იმ ახალგაზრდობას. ასევე მან დანიელი ჩააგდო დამშეულ ლომებით სავსე ორმოში, მაგრამ უფალმა პირი შეუკრა ლომებს და დანიელი უვნებელი გადარჩა. თვითონ ნაბუქოდონოსორმა კი საბოლოოდ გონება დაკარგა და ცხოველს დაემსგავსა და ცხოველივით იყო. იმედი მაქვს ეს ისტორია ასე განმეორდება და ღმერთი დაიფარავს ჩვენს მომავალს. ღმერთი დაიფარავს ყველა იმ ახალგაზრდობას და ყველა იმ გულანთებულ ქართველს, რომელიც იბრძვის საქართველოს გადარჩენისთვის. ღმერთი შეეწიოს ყველას.

დღეს, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ორივე მხარეს ჩვენი შვილი დგას. არ არის ეკლესიის შვილი, ვინც კლავს, ვინც ცემს, ვინც ცრუმოწმეა, როგორ შეიძლება ის ეკლესიის შვილი იყოს?! როგორ შეიძლება მათ ეკლესიის შვილი ვუწოდოთ?! არა! ეკლესიის შვილი ის არის, ვინც სიმართლისთვის იბრძვის, თუნდაც საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ უვნებლად გადარჩება ჩვენი ერი და ჩვენი ქვეყანა, უფალი დაიცავს მას"- ამბობს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S