Accentnews.ge
მოსკოვმა ზურაბიშვილს "წამზომი ჩაურთო"

მოსკოვმა ზურაბიშვილს "წამზომი ჩაურთო"

15/12/2024 11:03:28 პოლიტიკა

მოსკოვი "ოცნების" ხელისუფლების დაუღალავი მხარდაჭერის ფონზე პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის მრავალდღიანი პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობებს არ ეშვება. ამჯერად სალომე ზურაბიშვილის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა შეუტია და შეახსენა, რომ "ემოციების მანქანის დროებით ამოქოქვის მიღწევის მიუხედავად, წამზომი ჩართულია".

ასე გამოეხმაურა იგი ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების გზით არჩეული სადავო ლეგიტიმაციის მქონე არც პარლამენტი აღიაროს, არც მის მიერ მოგვიანებით დამტკიცებული მთავრობა და არც 14 დეკემბერს ასევე სადავო ლეგიტიმაციის მქონე არჩევნებით პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი და ამ უკანასკნელის 29 დეკემბრისთვის დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგაც პრეზიდენტად თავად დარჩეს.

რუსმა სენატორმა ზურაბიშვილი მოიხსენია "წარსულში მომხიბლველ ქალად", რომელიც "დღეს უარს ამბობს საპრეზიდენტო სავარძლის დატოვებაზე და ცდილობს, "შეუვალის" იმიჯი შეიქმნას".

"საქართველოში ზურაბიშვილის ფენომენი იკრებს ძალას. ძნელი სათქმელია, რა ამოძრავებს სალომეს. ალბათ, მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ შეიქმნას "შეუვალის" იმიჯი და ნებისმიერ ფასად შევიდეს ისტორიაში დასავლური ფასეულობებისადმი სწრაფვის სიმბოლოდ. ასეა თუ ისე, მან მოახერხა, გარკვეული დროით თბილისის ქუჩებში ამოექოქა "ემოციების მანქანა". მაგრამ ზომიერების ოქროს წესი არავის გაუუქმებია. და ძალაუფლებისა და პოპულარობის წამზომიც ჩართულია" წერს რუსი პოლიტიკოსი ტელეგრამ-არხში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S