Accentnews.ge
კალაძე - ესტონეთის სანქციებზე: "საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს"

კალაძე - ესტონეთის სანქციებზე: "საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს"

15/12/2024 11:29:49 პოლიტიკა

"საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს!" - ასე გამოეხმაურა სავარაუდოდ სანქცირებული თბილისის მერი კახა კალაძე ესტონეთის მიერ "ოცნების" ხელისუფლების წევრთათვის, მათ შორის პრემიერ კობახიძისთვის დაწესებულ ახალ სანქციებს, რომელთა შესახებაც დღეს გახდა ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალსანქცრებულთა სიაში, "ოცნების" მთავრობის წევრთა და სხვა ოფიციალურ პირთა გარდა, არიან რიგი მოსამართლეებიც.

„ესტონეთმა კიდევ 14 ქართველი თანამდებობის პირი დაასანქცირა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი კობახიძე. ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის დანაშაული და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ", - წერს ცაჰკნა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ განუსაჯაროვებია დასანქცირებულების სია.

„ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ, მიუღებელია, დანაშაულია და ადამიანის უფლებების წინააღმდეგაა მიმართული. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირება მოახდინონ იმაზე, რაც საქართველოში ხდება და დააწესონ კონკრეტული ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც მიმართავს არასათანადო ძალას და სასტიკ ძალადობას საქართველოს ხალხის მიმართ და ძირს უთხრის დემოკრატიას“, - წერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის: ესტონეთმა 2 დეკემბერს უკვე დაასანქცირა 11 მაღალი თანამდებობის პირი ლიეტუვასა და ლატვიასთან ერთად, მათ შორის სავიზო სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილსა და შსს-ს 10 მაღალჩინოსანს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S