
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში ტერორი და თვითნებური დაპატიმრებებია
15/12/2024 11:31:41 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ტერორი და თვითნებური დაპატიმრებები გრძელდება.
„ტერორი საქართველოში - კვლავ თვითნებური დაპატიმრებები, მათ შორისაა სტუდენტური მოძრაობა “სტუდენტები თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკო მანაგაძე“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები.