
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან მსვლელობით მისულ დემონსტრანტებს შეხვდა
15/12/2024 14:27:26 საზოგადოება
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან მისულ აქციის მონაწილეებს შეხვდა.
ორბელიანების სასახლესთან იმყოფებიან სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეებისა და IT სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც მარშით მივიდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციისათან.
დემონსტრანტებმა მადლობა გადაუხადეს სალომე ზურაბიშვილს იმისთვის, რასაც “პრეზიდენტი საქართველოსთვის აკეთებს”.
პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
მსვლელობის მონაწილეები ამ დროისთვის, უკვე გადაადგილდებიან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, მსვლელობა პარლამენტთან დასრულდება, სადაც აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე მეთვრამეტე დღეა, გრძელდება.