Accentnews.ge
60-ზე მეტი ბიზნესის საერთო განცხადება: დაინიშნოს ახალი არჩევნები, ახალ წლამდე გათავისუფლდნენ დაკავებულები

60-ზე მეტი ბიზნესის საერთო განცხადება: დაინიშნოს ახალი არჩევნები, ახალ წლამდე გათავისუფლდნენ დაკავებულები

15/12/2024 14:47:41 საზოგადოება

60-ზე მეტი ბიზნესი ახალი არჩევნების დანიშვნასა და ბოლო პერიოდის განმავლობაში დაკავებულები მოქალაქეების გათავისუფლებას მოითხოვს. ერთობლივ განცხადებაზე ხელმწორა ახალ პლატოფრმა – Freebusiness.ge-ზეა შესაძლებელი.

"არსებული კრიზისი გასცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს, რაც გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების რაც შეიძლება სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების განმავლობაში დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე განთავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისმგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას", - წერია განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S