რა შემთხვევაში დაელაპარაკება მარგველაშვილი ივანიშივილს

18-02-2020 20:47:01 ციტატა

„თუ ივანიშვილი დამირეკავს და მეტრყვის, „ეს რა დაგვემართა, ვერ გავაოცეთ ევროპა დემოკრატიით და აბა როგორ მივიღოთ კარგი საარჩევნო სისტემა როგორ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე“, არა მარტო დაველაპარაკები, იმ „აჯანყებულ“ დეპუტატებს, რომლებმაც ივანიშვილსაც უარი უთხრეს, – დასავლესაც, “ქართულ ოცნებასაც“ ზურგი აქციეს და საერთოდ ცივილიზაციის წინააღმდეგ წავიდნენ, სათითაოდ დავივლი და ვთხოვ, „ნუ დაღუპავთ ქვეყანას, თქვენს თავს და მიეცით ქვეყანას პროპოცული საარჩევნო სისტემა“.

განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში კითხვის საპასუხოდ, დაელაპარაკება თუ არა ივანიშვილს, მის მიერ მსგავსი სურვილის გამოთქმის შემთხვევაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები