
სალომე ზურაბიშვილი: უჩვეულო რუსული ზამთარი გვაქვს საქართველოში, მაგრამ გვექნება ქართული გაზაფხული
16/12/2024 05:44:50 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აკრიტიკებს.
„პრევენციული დაკავება: ახლა პოლიციას შეუძლია პრევენციულად დააკავოს პირები, იმის ვარაუდით, რომ მათ შეიძლება ჩაიდინონ დანაშაული წინასწარი დარღვევების საფუძველზე. დაკავება სასამართლოში წარდგენისთვის: პოლიციას შეუძლია, დააკავოს პირები მხოლოდ სასამართლოში მათი წარდგენის უზრუნველსაყოფად“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ქართული გაზაფხული ელოდება.
„უჩვეულო რუსული ზამთარი გვაქვს საქართველოში, მაგრამ გვექნება ქართული გაზაფხული“, - წერს პრეზიდენტი.