
აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) წევრებმა 2024 წელი საშემოდგომო სესიაზე შეაჯამეს
16/12/2024 07:30:50 პოლიტიკა, რეკლამა
აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა 2024 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) მუდმივმოქმედი საბჭოს სესიაზე წარადგინეს,- იტყობინება აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახური.
მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია აღსრულების პროცედურებში პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და GDPR რეგულაციის იმპლემენტაციის შესახებ, რომელშიც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
"ქართული დელეგაციის მოხსენება შეეხო პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით საქართველოს კანონმდებლობაში ახალი, დემოკრატიული სტანდარტების იმპლემენტაციას, რომელიც ხელს უწყობს ამ მიმართულებით ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
კავშირის წევრი ქვეყნები გაეცნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს პრაქტიკას ელექტრონული სერვისების დანერგვის პროცესში ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის გათვალისწინების შესახებ. საუბარი შეეხო სააღსრულებო წარმოების ფარგლებში პერსონალური ოფიცრის ფუნქციებსა და მოვალეობებს, მათ როლს მონაცემთა დაცვის კუთხით. აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) წევრმა სახელმწიფოებმა წლის ანგარიშის წარდგენა და შეჯამება პარიზში, საშემოდგომო სესიაზე გამართეს. ღონისძიებას აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძე, თავმჯდომარის მოადგილე ლაშა მოძღვრიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, ანა არაბული ესწრებოდნენ",- ვკითხულობთ რელიზშიო.