
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტი გურამ როგავა დაზარალებულად სცნო
16/12/2024 09:20:14 საზოგადოება
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ ის საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.
როგორც როგავა აღნიშნავს, ის უწყებაში 15:00 საათზეა დაბარებული.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემატყობინა, რომ დაზარალებულად მცნეს. დღეს, 3 საათზე ვარ დაბარებული უწყებაში, გავარკვევ, რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება და რა არის სიახლე. დეტალებს გაგაგებინებთ!“, - წერს გურამ როგავა.
გურამ როგავაზე სამართალდამცველებმა 29 ნოემბერს გვიან ღამით, აქციის დაშლის დროს იძალადეს.