Accentnews.ge
ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია

ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია

18/02/2020 19:57:13 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში საკვები პროდუქტების დეფიციტია. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკვე ერთი კვირაა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციიდან ტვირთებს არ უშვებენ, რის გამოც ცხინვალის სასურსათო მაღაზიებში საკვების დეფიციტია, მათ შორის ბავშვთა კვებისა და რძის პროდუქტებზე.

„რესის“ინფორმაციით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S