
"რონდელის ფონდის" მკვლევარმა ვატო ბჟალავამ იზოლატორი დატოვა
16/12/2024 11:07:10 საზოგადოება
"რონდელის ფონდის" მკვლევარმა ვატო ბჟალავამ იზოლატორი დატოვა. მას 4-დღიანი პატიმრობა ჰქონდა განსაზღვრული თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით.
ბჟალავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.
ის აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან, მაშინ დააკავეს, როცა ძაღლს ასეირნებდა.